logo_geo
eng_logo
სტოლტენბერგი: რუსეთის მიერ ხერსონიდან ჯარების გაყვანა აჩვენებს, რომ ალიანსის მიერ უკრაინის მხარდაჭერა წარმატებულია
- +

9 ნოემბერი. 2022. 22:12

 

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ხერსონიდან ჯარების გაყვანა აჩვენებს, რომ სამხედრო ალიანსის მიერ უკრაინის მხარდაჭერა წარმატებულია.

ეს ცხადყოფს უკრაინის შეიარაღებული ძალების გამბედაობას, მონდომებას, ერთგულებასა და ასევე [უკრაინის] მუდმივი მხარდაჭერის მნიშვნელობას. უკრაინული ძალების თანამედროვე აღჭურვილობით მომზადებისა და უკრაინული ძალების გამბედაობის ერთობლიობა შესაძლებელს ხდის ტერიტორიის გათავისუფლებას, როგორც ახლა ხერსონის ირგვლივ ვხედავთ“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

მანამდე რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ოკუპირებული ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner