„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ბორჯომ-ასპინძის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გედევან ფოფხაძე ახალგაზრდებს შეხვდა.
მისი თქმით, ქვეყნის მშენებლობაში ახალგაზრდობა მაყურებელი არ უნდა იყოს.
„თქვენ ყველა შემთხვევაში უნდა ჩაერთოთ ბორჯომის ცხოვრებაში, თქვენ უნდა იაქტიუროთ, რომ საჭირო გახდეთ ვინმესთვის. ახალგაზრდობა, რომელიც დღეს ბორჯომს ჰყავს, ბორჯომის ყველაზე დიდი სიმდიდრეა, თქვენზეა დამოკიდებული ჩვენ ხალხს მოუვლით თუ არ მოუვლით და შესაბამისად, როგორც ვიზრუნებთ ახალგაზრდებზე ისეთი იქნება ბორჯომის მომავალი; რაც არ უნდა გაკეთდეს რაიონში ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, მას, როგორც ზოგადად კურორტის განვითარების თვალსაზრისით, თუ ჩვენ ამ პროცეს არ დავაწიეთ განათლებული, ნიჭიერი, ენერგიული, მოტივირებული ახალგაზრდობა, რომლებსაც უნდა განესაზღვროს როლი ბორჯომის მშენებლობაში. ახლავე, ამ ეტაპზე არ უნდა დაელოდნონ ისინი, ჩვენ როდის წავალთ ბორჯომის ცხოვრებიდან... ჩვენ თანამონაწილენი უნდა გავხდეთ და ერთად უნდა ვიზრუნოთ ბორჯომის უკეთეს მომავალზე. თქვენ თქვენი სიტყვა უნდა თქვათ ბორჯომელებმა, დვირელებმა, ახალდაბელებმა", - განაცხადა გედევან ფოფხაძე.