logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე „ნაცმოძრაობაზე“ - ერთმანეთში ფულს და შიდა ძალაუფლებას ვერ იყოფენ, ეს არის კეზერაშვილის ფული
- +

10 ნოემბერი. 2022. 01:09

ეს არჩევნებიც არის ერთგვარი მცდელობა, რომ შეიფუთოს ის რადიკალური დაპირისპირება, რომელიც ორ დაპირისპირებულ დაჯგუფებას შორის არის, სინამდვილეში ერთმანეთში ვერ იყოფენ ფულს და შიდა ძალაუფლებას“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ „ნაცმოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ბოლო დროს წინა პლანზე წამოვიდა კეზერაშვილი, რომლის ფულსაც ვერ იყოფენ.

მისივე თქმით, ასეთი გეგმაა, რომ ცისკარიშვილი უნდა გახდეს პარტიის თავმჯდომარე, ნაცვლად ფორმალური თავმჯდომარისა, რომელიც დღეს ჰყავს „ნაცმოძრაობას“.

მთლიანად არაჯანსაღია ის პროცესები, რომელიც ვითარდება ამ პოლიტიკურ პარტიაში. აქ ბოლო დროს წინა პლანზე წამოვიდა კეზერაშვილი, რომლის ფულსაც ვერ იყოფენ, პირველ რიგში. ახლა ყველაზე მსხვილი დამფინანსებელი ქართულ პოლიტიკაში არის სწორედ კეზერაშვილი, რომელიც ცდილობს ინვესტიციები ჩადოს, ნაძარცვი ფული დააბანდოს ქართულ პოლიტიკაში. მას ჰყავს თავისი ფავორიტები. მელია არ არის მისი ფავორიტი. მისი ფავორიტები არიან ხაბეიშვილი, მერაბიშვილი, ცისკარიშვილი და ა.შ. გეგმა არის ასეთი, ამ გეგმის მომზადებაში ჩართული იყო თვითონ კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი, რომელსაც უნდა აქტიურად დაბრუნდეს პოლიტიკაში, მელია არ აძლევდა ამის საშუალებას და ახლა ცდილობს ეს მელიას გვერდის ავლით გააკეთოს. ასეთი მარტივი დაპირისპირებებია შიგნით და არის გეგმა, რომ ცისკარიშვილი უნდა გახდეს პარტიის თავმჯდომარე, ნაცვლად იმ ფორმალური თავმჯდომარისა, რომელიც დღეს ჰყავს ნაცმოძრაობას, ეს არის ნიკანორ მელია. ყველაფერი ამის გარშემო ტრიალებს, ეს არის ფული და შიდა ძალაუფლება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner