ეს ადამიანი ადგა და საერთოდ წავიდა პოლიტიკიდან, მაგრამ მაინც გვიწევს იმის მტკიცება, რაც არის რეალობა, რომ ბიძინა ივანიშვილს არ აქვს ჭარბი გავლენები, - ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, უკვე ათი წელია „ქართული ოცნების“ გუნდს უწევს იმის მტკიცება, რომ ბიძინა ივანიშვილს არ აქვს.
„მე იმ ადამიანებს შორის ვარ, ვინც ბიძინა ივანიშვილმა, რომ ოპოზიცია გააერთიანა და მოვიდა ქართული „ოცნება ხელისუფლებაში“, იმ დღიდან ვარ ხელისუფლებაში სხვადასხვა თანამდებობაზე. 10 წელი გახდა უკვე და ყოველდღე იყო იმის მტკიცება, რომ არა, ბატონო ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ პრემიერია და ის არ ცდილობს ჩარევას. მერე აღარ იყო პრემიერი, ახლა ვამტკიცებდით, რომ კი არის პარტიის თავმჯდომარე, მაგრამ ის არ ერევა მთავრობის საქმიანობაში. არავის ამის დაჯერება არ უნდოდა. ახლა ეს ადამიანი ადგა და საერთოდ წავიდა, მაინც გვიწევს იმის მტკიცება, რაც არის რეალობა, რომ ბიძინა ივანიშვილს, არა ბატონო, არ აქვს ჭარბი გავლენები“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.