რა ხდება ისეთი, რის გამოც ეს „ქართული ოცნება“ ვიღაცას არ მოსწონს? ისიც უნდა ვთქვათ, რომ რაც ამ რეზოლუციის ტექსტში წერია, არ ასახავს იმ განწყობებს, რაც შეიძლება აღმასრულებელ დონეზე ჰქონდეთ ევროკავშირის ლიდერებს, ევროკომისრებს. ქართველი ხალხი უპასუხებს კითხვას - რას არ აკეთებს „ქართული ოცნება“ ისეთს, რაც უნდა გააკეთოს მიშამ, რომლის გამოშვებაც გვაქვს ჩვენ ამ რეკომენდაციაში. ქართველი ხალხი არის ბრძენი და ეყოფა ისტორიული სიბრძნე იმისთვის, რომ ამ კითხვას ერთი პასუხი კი არა - მრავალი პასუხი გასცეს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„ფაქტი არის ერთი: „ქართული ოცნება“ თავის მთავარ ორიენტირს, არ უხვევს ეს ათი წელია, ეს არის ეროვნული ინტერესი. შეცდომებია ბევრია, მაგრამ არ უხვევს მთავარს, რაც არის ქართველი ერის ინტერესი. ახლა არ არის ჩვენი ერის ინტერესში დესტაბილიზაცია. ჩვენ ის თაობა ვართ, ვისაც ჩვენი თვალით გვაქვს ომი ნანახი და წიგნში არ წაგვიკითხავს და გავსებულია ეს ქვეყანა დევნილებით და ოკუპაცია მიმდინარეა. ამიტომაც, ჩვენ ვიცით ომის შვილებმა, ვინც ვართ მთავრობაში და პარლამენტში, რომ ომი ცუდია. ომში არავითარი რომანტიკა არ არის. ამიტომ ყველაფერს აკეთეს ეს ხელისუფლება რომ აქ იყოს ეკონომიკური ზრდა, მშვიდობა და სტაბილურობა, რაც არ უნდა ძნელი იყოს ეს. ესაა ჩვენი დღის წესრიგი იმათი დღის წესრიგი, ა არის იქ წერია - მიშას გარეთ გამოსვლა“, - განაცხადა წულუკიანმა.