logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: დგას თუ არა ქოლცენტრების უკან კეზერაშვილი, პროკურორები იტყვიან, როცა ჩათვლიან საჭიროდ, მაგრამ გამორიცხული არაფერია, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ეს დაჯგუფება ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნისას ჯარს ჰპარავდა ფულს
- +

10 ნოემბერი. 2022. 01:53

 

დგას თუ არა ე.წ. ქოლცენტრების უკან კეზერაშვილი, ამას პროკურორები იტყვიან, როცა ჩათვლიან საჭიროდ, მაგრამ გამორიცხული არაფერია, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ეს დაჯგუფება ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნისას ჯარს ჰპარავდა ფულს და ასე აფინანსებდა საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მე ვერ გეტყვით, მივა თუ არა ე.წ. ქოლცენტრების სქემა საბოლოო ჯამში კეზერაშვილამდე, იმიტომ რომ დღეს ძალიან შორს ვარ ამ სფეროსგან, მაგრამ შემიძლია ვთქვა ერთი რამ. Eurojust-ი, რომლის ქართველების მონაწილეობით დიდი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნაზეა დღეს საუბარი, არის ევროკავშირი. ეს არის ევროკავშირის სტრუქტურა, ისევე როგორც იმ რეზოლუციის ტექსტი. Eurojust-ი ატარებს აღმასრულებელი უფლებამოსილებებს, ტექსტის ავტორები კი არიან პოლიტიკოსები. ჩვენ რომ Eurojust-თან ხელშეკრულების ხელმოწერისთვის მიგვეღწია, დაგვჭირდა მოლაპარაკებების სრული 6 წელი. ეს მოლაპარაკებები მაშინ მიგვყავდა იუსტიციის სამინისტროს, მე, გოჩა ლორთქიფანიძეს, რომელიც შემდეგ ჰააგაში მოსამართლე გახდა. არაერთი იუსტიციელი და პროკურორი, მათ შორის ირაკლი შოთაძე და მისი გუნდი იყვნენ ამ პროცესში ჩართული. ამ ხელშეკრულების ფარგლებში ქართველ პროკურორებს შეუძლიათ ევროპელ პროკურორებთან ერთად გამოიძიონ საქმეები. ამიტომ გახდა შესაძლებელი ასეთი სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი დანაშაულებრივი დაჯგუფებების მიერ ნამოქმედარის გახსნა, იმიტომ რომ ამას ერთი ქვეყნის პროკურორი ვერ გააკეთებს. ეს მოსალოცი ამბავია და ეს არის ხელშესახები ხეირი, რომელიც მოაქვს ევროკავშირს. ძალიან ბევრი მოთხოვნა იყო ამ 6-წლიან მოლაპარაკებებში, რომ შეცვლილიყო კანონები და გატარებულიყო რეფორმები, მაგრამ ეს იყო ჯანსაღი მოლაპარაკებები და ჩვენ მივაღწიეთ შედეგს. დგას თუ არა ამის უკან კეზერაშვილი, ამას პროკურორები იტყვიან, როცა ჩათვლიან საჭიროდ, მაგრამ გამორიცხული არაფერია, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ეს დაჯგუფება ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ყოფნისას ჯარს ჰპარავდა ფულს და ასე აფინანსებდა საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს“, - აცხადებს კულტურის მინისტრი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner