ბიზნესმენი, პაატა ბურჭულაძის პარტიის ყოფილი წევრი ირაკლი გურჩიანი გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ პაატა ბურჭულაძის პარტია იმ სექტის ნაწილია, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია.
„ყველანი, „სახელმწიფო ხალხისთვის", „გირჩი" და გიორგი ვაშაძე, ოდესას ჯაჭვით არიან მიბმულნი. პაატა ბურჭულაძის პარტია იმ სექტის ნაწილია, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია. პოლიტიკური ძალის, რომელმაც ჩვენს ხალხს სულში ჩააფურთხა. ამ ადამიანებთან ერთად მე ვერასოდეს ვიდგებოდი", - აცხადებს ირაკლი გურჩიანი.