საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, „ქურდული სამყაროს" წევრობისა და „ქურდულისამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე, 5 პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულიგამოძიებით დადგინდა, რომ ორ პირს შორისწარმოქმნილი ფინანსური დავა სიტყვიერ დაფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რისშემდეგაც, ხსენებულმა პირებმა „ქურდულიგარჩევის“ განხორციელების და მატერიალურიუპირატესობის მიღების მიზნით, „ქურდულისამყაროს“ წევრებს მიმართეს.
2022 წლის ივლისსა და აგვისტოში, თბილისში დაზუგდიდის რაიონში, „ქურდული სამყაროს" წევრების მონაწილეობით შედგა „ქურდულიგარჩევა", რა დროსაც საკუთარი კრიმინალურიგავლენის, ძალაუფლების დამკვიდრების დაგავრცელების მიზნით, „ქურდული სამყაროს" წევრებმა დაპირისპირებულ მხარეებს შორისგანიხილეს დავა, რის შემდეგაც ერთ-ერთ მოდავეპირს მეორე პირისთვის „ქურდული გარჩევით“ დაკისრებული თანხა გადაახდევინეს.
სამართალდამცველებმა ხუთივე პირიმოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და სამეგრელოში დააკავეს.
სამ პირს ბრალდება წარედგინა სსკ-ის 223-ე პრიმამუხლის პირველი ნაწილით (ქურდული სამყაროსწევრობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთასითვალისწინებს, ხოლო ორ პირს ბრალდება სსკ-ის2234-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქურდულისამყაროს წევრისთვის მიმართვა) წარედგინა, რაცსასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7 წლამდეთავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზეხუთივე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებისსახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებაგრძელდება.