logo_geo
eng_logo
ახალი კონსერვატიული, საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „საქართველო უპირველეს ყოვლისა“
- +

10 ნოემბერი. 2022. 11:03

 

 

 

ახალი კონსერვატიული, საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი

 

„საქართველო უპირველეს ყოვლისა“

 

www.geo-first.com

 

თანამედროვე მსოფლიოში გაბატონებული ახალი ტრენდები, მათი ტოტალური პროპაგანდა და აგრესიულად დანერგვის მცდელობა საფრთხეს უქმნის: ტრადიციულ ღირებულებებს, კულტურას, ადამიანის იდენტობას.

 

ამ იდეოლოგიამ შეაღწია ყველგან: მედიაში, პოლიტიკაში, ბიზნესში, აკადემიურ დაწესებულებებში, სკოლებში, ყოფით კულტურაში.

 

ყველა, ვისაც ტრენდისგან განსხვავებული თვალსაზრისი გააჩნია, გამოცხადებულია: ჰომოფობად, რასისტად, პრორუსად, „ბნელად“.

 

ნეოლიბერალიზმის ამგვარი ტოტალურობა და მისი თავსმოხვევის აგრესიული მეთოდები დღეს სასიცოცხლო პრობლემა ხდება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, არამედ ზოგადად, ადამიანის იდენტობისთვის და მისი უცვლელი ღირებულებებისთვის: ღმერთი, სამშობლო, ოჯახი, მორალური წესრიგი, თავისუფლებისა და ვალდებულებების ბალანსი, კლასიკური კულტურა.

 

მიგვაჩნია, რომ ასეთი რთული გამოწვევების ფონზე, დღეს განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს კულტურული კონსერვატიზმის სულისკვეთება და ამიტომ გადავწყვიტეთ დაგვეფუძნებინა ახალი კონსერვატიული, საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი სახელწოდებით - “ საქართველო უპირველეს ყოვლისა”.

 

www.geo-first.com

 

იმ ფონზე, როდესაც დასავლური რეალისტური და კონსერვატიული მიმართულების  ამბები ქართველი მკითხველისა და მაყურებლისთვის რთულად ხელმისაწვდომია, ახალი პორტალი უზრუნველჰყოფს დეკლარირებულ ღირებულებებთან შესაბამისი ახალი ამბების, ანალიტიკისა თუ სხვა ტიპის წერილობითი/ვიდეო კონტენტის მიწოდებას მომხმარებლისთვის. ჩვენ ვეცდებით, მხოლოდ ნამდვილი ამბების, ფაქტების და იმ პოზიციების გავრცელებით, რომლებიც ეწინააღმდეგებიან პოლიტკორექტულობას და ნეოლიბერალიზმის დღეს გაბატონებულ იდეოლოგიას, მოვიპოვოთ უპირატესობა მიმდინარე საინფორმაციო-პროპაგანდისტულ ომში.

 

ჩვენ, მხარს დავუჭერთ სამშვიდობო პოლიტიკას და ვკონცენტრირდებით ეროვნული ინტერესების დაცვაზე.

 

აღნიშნული პლატფორმა დაამყარებს კონტაქტებს ამერიკულ, ევროპულ და სხვა ქვეყნებში მოქმედ კონსერვატიულ  ორგანიზაციებთან, პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებთან.

 

ვებ-პლატფორმა ყოველდღიურ რეჟიმში განახლდება და მომხმარებელს შესთავაზებს საინტერესო, არამეინსტრიმულ მასალებს. ვებ-პლატფორმაზე განთავსდება სხვადასხვა საერთაშორისო წყაროებიდან ქართულ ენაზე ნათარგმნი სტატიები, ინტერვიუები, პოდკასტები. ასევე, გავრცელდება ადგილობრივი ავტორების ანალიტიკური წერილები, მომზადდება ინტერვიუები მაღალი კვალიფიკაციის მქონე, მიუკერძოებელ ექსპერტებთან.

 

ვებ-პლატფორმის “საქართველო უპირველეს ყოვლისა” დამფუძნებლები არიან: ვატო შაქარიშვილი; ირმა სანაძე; ნუცა ლომაძე; კოტო გაჩეჩილაძე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner