logo_geo
eng_logo
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია გურიაში უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად 125 მლნ. ლარამდე ღირებულების პროექტებს ახორციელებს
- +

10 ნოემბერი. 2022. 11:06

 

 

წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ალექსანდრე თევდორაძე მოადგილეებთან ერთად სამუშაო ვიზიტით გურიის რეგიონს ესტუმრა. კომპანიის ხელმძღვანელობამ გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი ურუშაძესთან, ოზურგეთის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან, ლანჩხუთის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად რეგიონში მიმდინარე საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები მოინახულა.

 

 მიმდინარე პროექტების მიხედვით გათვალისწინებულია,  წყალმომარაგების ქსელის, ჭაბურღილის, სატუმბო სადგურისა და აღრიცხვის კვანძების მოწყობა.

 

ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში უწყვეტი წყალმომარაგებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და მისი დასრულება 2023 წლის ზაფხულისთვის იგეგმება.

 

გურიის რეგიონში მიმდინარე პროექტების დასრულების შემდეგ 35 000-მდე ბენეფიციარი უწყვეტი, 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

 

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და ჯამში, რეგიონის უწყვეტ წყალმომარაგებას 125 მლნ. ლარამდე მოხმარდება.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner