გერმანიაში 97 წლის ასაკში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, ვალტერ შეელი გარდაიცვალა. ამის შესახებ „BBC" იუწყება. გერმანული მედიის ინფორმაციით, შეელი დიდ ხნის განმავლობაში ავად იყო.
ვალტერ შეელი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი 1974-1979 წლებში იყო. მანამდე ის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიცე-კანცლერის და ეკონომიკური განვითარების მინისტრის თანამდებობებს იკავებდა.