კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძემ რეიკიავიკის გლობალურ ფორუმში „ლიდერი პოლიტიკოსი ქალები" მიიღო მონაწილეობა.
ელისო ბოლქვაძემ ფორუმზე, როგორც სპიკერმა, ხელოვნებისა და მუსიკის მნიშვნელობაზე, ასევე პოლიტიკურ პროცესებში ქალების აქტიურ ჩართულობაზე ისაუბრა.
„როგორც საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე და UNESCO-ს მშვიდობის ელჩი მიწვეული გახლდით რეიკიავიკის ფორუმზე, სადაც ყოველწლიურად განიხილება მიმდინარე გლობალური პროცესები და გენდერული თანასწორობის საკითხები.
აღსანიშნავია, რომ ფორუმზე წელს პირველად ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხად განისაზღვრა ხელოვნება და მისი როლი საზოგადოების განვითარების პროცესში", - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.