logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ლია მიქაძე იყო საქართველოს ტელევიზიის პირველი სახე, რომელიც მთაწმინდის ტელეხედვის სტუდიიდან პირველად მიესალმა საქართველოს და ტელევიზიის დაბადება ახარა
- +

10 ნოემბერი. 2022. 16:02

 

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს ტელემაუწყებლობის სახელოვანი ტელეწამყვანის ლია მიქაძის გარდაცვალების გამო.

 

„ლია მიქაძე იყო საქართველოს ტელევიზიის პირველი სახე, რომელიც მთაწმინდის ტელეხედვის სტუდიიდან პირველად მიესალმა საქართველოს და ტელევიზიის დაბადება ახარა.

 

მისი მაღალი პროფესიონალიზმისა და აკადემიური სტილის გამო ხალხმა ის დამსახურებულად შეიყვარა და თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ადევნებდა თვალს მის მოღვაწეობას.

 

ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებსა და კოლეგებს“, - აღნიშნულია მთავრობის მეთაურის სამძიმრის წერილში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner