logo_geo
eng_logo
პროკურატურის წარმომადგენლებმა და მოსამართლეებმა, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სამუშაო შეხვედრა გამართეს
- +

10 ნოემბერი. 2022. 16:39

 

 

საქართველოს გენერალური პროკურატურის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, პროკურატურის მენეჯერებმა და მოსამართლეებმა,  დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე, ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გაიმართეს.

 

შეხვედრას, რომელიც ევროპის საბჭოს პროექტის - „თანასწორობის დაცვისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის ეფექტური მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში ჩატარდა, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები  და ესწრებოდნენ.

 

სამუშაო შეხვედრის მონაწილეებმა, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს. ასევე განიხილეს სისხლის სამართლის საქმეებში შეუწყნარებლობის მოტივის დამადასტურებელი მტკიცებულებების სტანდარტი, სასამართლოში საქმის განხილვის სპეციფიკა და პრეცედენტული გადაწყვეტილებები. ხაზი გაესვა აღნიშნული კატეგორიის დანაშაულებზე ერთგვაროვანი მიდგომის მნიშვნელობას და მართლმსაჯულების ხარისხის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით,  საერთო მიმართულებები დაისახა.

 

შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დისკრიმინაციულ დანაშაულებზე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტატისტიკის წარმოების საკითხს. იმსჯელეს 2020 წელს გაფორმებული მემორანდუმით ნაკისრ ვალდებულებებზე,  რომლის საფუძველზეც საქართველოს პროკურატურა, უზენაესი სასამართლო და შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთიანი მეთოდოლოგიით სტატისტიკის წარმოებაზე შეთანხმდა.

 

აღსანიშნავია, რომ შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. მართლმსაჯულების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობა და მულტისექტორული სამუშაო შეხვედრები მომავალში აქტიურად გაგრძელდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner