logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: მელია ამბობდა, სააკაშვილის ადგილზე რომ ვიყო, ჩამოვიდოდი და რევოლუციას სათავეში ჩავუდგებოდიო, როცა ჩამოვიდა და დააკავეს, მელიამ თქვა, მე სულ ვამბობდი, რომ ახლა ჩამოსვლის დრო არ იყოო
- +

10 ნოემბერი. 2022. 20:34

იმ შემადგენლობას, რომელიც „ნაცმოძრაობაში“ ჯერ კიდევ ზედაპირზე დარჩა, სხვა ინტელექტუალური რესურსი და დიაპაზონი არ გააჩნია, რომ იმსჯელონ წამლების ფასების შემცირებაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, სოციალურ პაკეტზე, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„რომ გადავხედოთ მედიას, რომელიც რადიკალურ ოპოზიციას აშკარად უჭერს მხარს, იქ ყოველგვარი ჩემი წიაღსვლების მიუხედავად ღიად იკითხება, რასთან გვაქვს საქმე. დღეს გამოიყვანეს წალენჯიხის მერი - ადამიანი, რომელმაც უნდა იზრუნოს წალენჯიხაზე, და მსოფლიო გლობალური პოლიტიკის განვითარებაზე ლაპარაკობს, საიდანაც აბსოლუტურად მოწყვეტილია. ეს ნიშნავს ერთ რამეს - იმ შემადგენლობას, რომელიც „ნაცმოძრაობაში“ ჯერ კიდევ ზედაპირზე დარჩა, სხვა ინტელექტუალური რესურსი და დიაპაზონი არ გააჩნია, რომ იმსჯელონ წამლების ფასების შემცირებაზე, უმუშევრობის შემცირებაზე, სოციალურ პაკეტზე. ეს მიმართულებები, რომლებიც დღეს პოზიტიური ტენდენციებით ხასიათდება, ამ ადამიანებს კი არ აღაფრთოვანებს, რომ უფრო მეტი იმუშაონ ქვეყნისთვის, არამედ პირიქით - გააფრთრებულ მდგომარეობაში აყენებს, რომ როგორმე რაიმე პოზიტიური ტენდენციის განვითარება არ მოეწყოს. აი, ეს არის რეალობა, რომელსაც დღეს „ნაცმოძრაობაში“ ვხედავთ, და მიდის ბრძოლა, ვინ უფრო სასტიკი იქნება ამ რეალობაში. მელია ამბობდა, სააკაშვილის ადგილზე რომ ვიყო, ჩამოვიდოდი და რევოლუციას სათავეში ჩავუდგებოდიო. როცა ჩამოვიდა და დააკავეს, მელიამ თქვა, მე სულ ვეუბნებოდი, რომ ახლა ჩამოსვლის დრო არ იყო, ვიღაცებმა კი შეცდომაში შეიყვანესო“, - აცხადებს ვოლსკი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner