logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი კეზერაშვილზე: ის თავის თავს არ ახასიათებს როგორც მედიამენეჯერს, არამედ - როგორც პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერს და როგორც გავლენის მქონე ადამიანს პოლიტიკაზე
- +

10 ნოემბერი. 2022. 20:35

ის [დავით კეზერაშვილი ] თავის თავს არ ახასიათებს როგორც მედიამენეჯერს. თავის თავს ახასიათებს როგორც პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერს, როგორც გავლენის მქონე ადამიანს პოლიტიკაზეც, პოლიტიკურ პროცესებზეც და ასევე, სარედაქციო პოლიტიკაზეც, რომელიც გააჩნიათ კონკრეტულ ტელევიზიებს, რომლებიც არიან იმ პოლიტიკური ძალების სამსახურში, რომელსაც ის აფინანსებს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, დაზუსტებით შეიძლება ითქვას, სასამართლოს მასალები არსებობს ამასთან დაკავშირებით, რომ ადამიანი, რომელიც იყო უქონელი, საერთოდ არ გააჩნდა არაფერი ფინანსური დეკლარაციის მიხედვით ომის შემდეგ ხდება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი.

სულ რომ ქოლცენტრები არ არსებობდეს და არც კეზერაშვილის სახელი არ ჟღერდეს ამ თემების გარშემო, განა დასაჯერებელია ის, რომ მან შექმნა რაღაც ანტიკორუფციული საზოგადება, რომელსაც ლევან ხაბეიშვილი და სხვები უდგანან სათავეში. ამ დროს კი დაზუსტებით შეიძლება ითქვას, სასამართლოს მასალები არსებობს ამასთან დაკავშირებით, რომ ადამიანი, რომელიც იყო უქონელი, საერთოდ არ გააჩნდა არაფერი ფინანსური დეკლარაციის მიხედვით ომის შემდეგ ხდება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი. მორალურ ნაწილს თავი დავანებოთ, მიატოვა ჯარი თუ ცხედრები ბრძოლის ველზე და ა.შ. დადასტურებულად ამბობს სასამართლო, რომ დახარჯული იყო არაერთი მილიონი, თავდაცვის სამინისტროს ხაზით და არავინ იცის, სად გაქრა ეს თანხა, რადგან ის არ შესრულებულა, რისთვისაც ეს თანხა იყო გამოყოფილი. ეს არის ერთი ეპიზოდი და გარდა ამისა, უამრავი სხვა თემაა, რომელიც არ ახასიათებს კეზერაშვილს, როგორც მედიამენეჯერს. მეტსაც გეტყვით, ის თავის თავს არ ახასიათებს როგორც მედიამენეჯერს. თავის თავს ახასიათებს როგორც პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერს, როგორც გავლენის მქონე ადამიანს პოლიტიკაზეც, პოლიტიკურ პროცესებზეც და ასევე, სარედაქციო პოლიტიკაზეც, რომელიც გააჩნიათ კონკრეტულ ტელევიზიებს, რომლებიც არიან იმ პოლიტიკური ძალების სამსახურში, რომელსაც ის აფინანსებს. უკვე ამ ეტაპზევეა სამარცხვინო, უტიფარი დამატება იმ რეზოლუციაში“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner