კეზერაშვილზე კი არ არის საუბარი, კეზერაშვილი საუბრობს თავის თავზე, თვითონ აყალიბებს პოლიტიკურ დამოკიდებულებას საკითხების მიმართ. მას უპირისპირდება დღევანდელი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი - ეს ფაქტებია, რასაც არ უნდა ისეთი მსჯელობა, რომ ვითომ გაგონილი ამბებიდან გამომდინარე ვლაპარაკობთ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ქრონიკაში განაცხადა.
„ზუსტად ვიცით, რომ დაპირისპირება არსებობს. ნაცმოძრაობის რომელი ნაწილიც არ უნდა ავიღოთ, ფაქტია, რომ მათ აერთიანებთ პოზიტიური დამოკიდებულება იმ მმართველობის მიმართ, რომელმაც ტერიტორიებიც დაკარგა, ჯარისკაცებიც მიატოვა ბრძოლის ველზე და უამრავი დანაშაული ჩაიდინა, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება. ამაზე არ არის ჩხუბი, ჩხუბი იმაზეა, მელია გამოდგა თუ არა იმ ლიდერად, რომელმაც განავითარა ის იდეები, რომლებიც სააკაშვილს ჰქონდა, როდესაც ჩამოდიოდა საქართველოში - მოახდინა თუ არა რევოლუცია და გააკეთა თუ არა ამისთვის საკმარისი, რომ რევოლუციური სცენარი განვითარებულიყო“, - განაცხადა ვოლსკიმ.