იმედი მაქვს, რომ ამერიკელი პოლიტიკური ლიდერები ამერიკელი ხალხისთვის გაერთიანებას შეძლებენ. თორემ ტრაგიკომიკურ ჟანრად იქცა უკვე ამგვარი „რჩევა-დარიგებები“ იმ ფონზე, როდესაც აშშ-ში იმაზე უარესი პოლაზაცია-დეზინფორმაციაა, ვიდრე ჩვენში, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე აშშ-ს კონგრესის არჩევნებზე ეუთო/ოდირის დასკვნას.
„ჯერ კიდევ გუშინ, აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი „გვიქადაგებდა“- დასანანია საქართველოში პოლიტიკური გარემოს პოლარიზაცია. იმედი მაქვს, რომ ქართველი პოლიტიკური ლიდერები ქართველი ხალხისთვის გაერთიანებას შეძლებენ. მოგვიანებით, OSCE/ODIHR-მა (ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი) ამერიკის შუალედურ არჩევნებზე საკმაოდ კრიტიკული დასკვნა დადო, სადაც ერთ-ერთ შეფასებაში აღნიშნულია - არჩევნები კონკურენტული და პროფესიულად მართული იყო, თუმცა აღინიშნა უაღრესად პოლარიზებული და ხისტი რიტორიკით გამორჩეული საარჩევნო კამპანია. ელჩ დეგნანს ვურჩევდი, რომ ქართველი პოლიტიკური ლიდერების ნაცვლად თქვას - დასანანია აშშ-ში პოლიტიკური გარემოს პოლარიზაცია. იმედი მაქვს, რომ ამერიკელი პოლიტიკური ლიდერები ამერიკელი ხალხისთვის გაერთიანებას შეძლებენ. თორემ ტრაგიკომიკურ ჟანრად იქცა უკვე ამგვარი „რჩევა-დარიგებები“ იმ ფონზე, როდესაც აშშ-ში იმაზე უარესი პოლაზაცია-დეზინფორმაციაა, ვიდრე ჩვენში.“- წერს აბაშიძე Facebook-ზე.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (OSCE/ODIHR) 8 ნოემბერს აშშ-ის კონგრესში გამართულ შუალედურ არჩევნებზე წინასწარ დასკვნებს ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ არჩევნები კონკურენტული და პროფესიულად მართული იყო, თუმცა აღინიშნა უაღრესად პოლარიზებული და ხისტი რიტორიკით გამორჩეული საარჩევნო კამპანია.