logo_geo
eng_logo
მთავრობა რეფერენდუმის საკითხზე პრეზიდენტის არგუმენტებს არ იზიარებს
- +

29 აგვისტო. 2016. 04:37



მთავრობა „რეფერენდუმის მოწყობის მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების კონტრასიგნაციას განახორციელებს, თუმცა დოკუმენტში ასახულ არგუმენტაციას არ ეთანხმება.


როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადავოა არგუმენტი, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის გამო რეფერენდუმის ჩატარება არ შეიძლება.


„ეს ასე ნამდვილად არ არის და ეს არის არგუმენტებზე დავა, მაგრამ კანონმდებლობის ხარვეზის გამო, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ, კანონმდებლობაში ცვლილება ერთი თვის ვადაში უნდა აისახოს, ხოლო საკონსტიტუციო ცვლილების გატარებას სჭირდება მინიმუმ ორი სესია, ანუ გათვალისწინებულია სამთვიანი ვადა მაინც. ჩვენ მთლიანად ვიზიარებთ რეფერენდუმის ინიციატორთა სურვილს, რომ სამოქალაქო კოდექსში არსებული ჩანაწერი - სამოქალაქო ქორწინება გახლავთ ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, აისახოს საქართველოს კონსტიტუციაშიც. სწორედ ჩვენი პოლიტიკური ძალა გახლდათ პარლამენტში ამ საკონსტიტუციო ცვლილების ინიციატორი და ეს პროცესი დაწყებულია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და აღნიშნა, რომ არჩევნების შემდეგ, ეს საკონსტიტუციო ცვლილება განხორციელდება.


გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, სამწუხაროდ, არსებულ პარლამენტში, სხვადასხვა პოლიტიკური ძალის ბოიკოტისა თუ სხვა მიზეზების გამო, ცვლილების ბოლომდე მიყვანა ვერ მოხერხდა. მთავრობის მეთაური იმედოვნებს, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ ეს ცვლილება საქართველოს კონსტიტუციაში აისახება.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner