logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ლია მიქაძე საქართველოს ტელევიზიაში გახსნის დღიდან მუშაობდა და სხვებთან ერთად საფუძველი ჩაუყარა ქართული მაუწყებლობის განვითარებას
- +

10 ნოემბერი. 2022. 23:00

 

თბილისის მერი კახა კალაძე მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს ტელემაუწყებლობის პირველი თაობის ტელეწამყვანის ლია მიქაძის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახის წევრებს, კოლეგებსა და მეგობრებს.

მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი ქართველი ტელეწამყვანის, საქართველოს ტელემაუწყებლობის პირველი თაობის წარმომადგენლის, ლია მიქაძის გარდაცვალების გამო.

იგი საქართველოს ტელევიზიაში გახსნის დღიდან მუშაობდა და სხვებთან ერთად, საფუძველი ჩაუყარა ქართული მაუწყებლობის განვითარებას.

ვუსამძიმრებ ლია მიქაძის ოჯახის წევრებს, მის კოლეგებს, მეგობრებს, სრულიად საქართველოს“, - წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner