logo_geo
eng_logo
პროკურორი ადასტურებს, რომ იოსებ მგელაძის მიმართ ნამდვილად ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები
- +

10 ნოემბერი. 2022. 23:54

 

ვადასტურებ, რომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე, იოსებ მგელაძის მიმართ ნამდვილად ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები და მათ შორის, ამოღებულია საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომლის გაანალიზება და სხვა მტკიცებულებებთან შეჯერება მოხდება გამოძიების ფარგლებში. საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა როგორც პირადად მასთან, ასევე საცხოვრებელ მისამართზე და ამოღებულია საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია“, -ამის შესახებ პროკურორმა, ზინიკო ქობალიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

კითხვა ეხებოდა „იმედი LIVE“-ს მიერ მოპოვებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც „ქოლცენტრების საქმეზე“ ერთ-ერთი ფიგურანტის, იოსებ მგელაძის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა.

საქართველოს პროკურატურისა და 7 ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენლების მონაწილეობითა და ჩართულობით, ერთდროულად 4 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ჩატარდა ერთობლივი, ფართომასშტაბიანი ღონისძიება, რომელშიც ასევე მონაწილეობდა გერმანიის სამართალდამცავი ორგანოს 60-მდე და საქართველოს სამართალდამცავი ორგანოს 300-მდე თანამშრომელი.

ღონისძიების ფარგლებში, პირველ ეტაპზე უკვე დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა ორგანიზატორების ნაწილის მიმართ და მათ შორისაა საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებული ერთ-ერთი ორგანიზატორი“, -აღნიშნა პროკურორმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner