logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი: კეზერაშვილისგან ფულს იღებს მგონი ყველა, დაწყებული ხოშტარიას პარტიით და დამთავრებული „ნაციონალური მოძრაობით“
- +

11 ნოემბერი. 2022. 00:35

 

ნაციონალურ მოძრაობასთან“ კეზერაშვილის კავშირები და არა მხოლოდ მათთან, არამედ ქალბატონ ხოშტარიასთან და სხვა ოპოზიციონერ კოლეგებთან, სადაო აღარ არის და ამაში ეჭვი არავის შეაქვს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალურ ოპოზიციაში შავი ფული ტრიალებს.

ვინ საიდან ფინანსდება და რომელი შავი ბუღალტერიით მიდის ეს თანხები, რა თქმა უნდა ამას სჭირდება გარკვევა, მაგრამ შავი ფული ქართულ პოლიტიკაში, რადიკალურ ოპოზიციაში ტრიალებს. კეზერაშვილისგან ფულს იღებს მგონი ყველა, დაწყებული ხოშტარიას პარტიით, დამთავრებული „ნაციონალური მოძრაობით“ თუ ყველა არ იღებს, მგონი ყველას უნდა რომ მიიღოს და დიდი რიგი უდგას ამ ადამიანს ხელგაწვდილი ჩვენი რადიკალი კოლეგებისა და ვფიქრობ, რომ ეს რიგი კიდევ უფრო გაიზრდება და მოსურნე კიდევ უფრო მეტი გამოჩნდება“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner