logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი: საინტერესო მოვლენები ჯერ წინ გვაქვს, ოპოზიციის მდგომარეობა ბევრად უფრო დამძიმდება
- +

11 ნოემბერი. 2022. 00:36

 

ე.წ. ცხელი შემოდგომაც მიილია, მოდის 2023 წელი და ჩვენ კონსტიტუციასა და საარჩევნო კოდექსში ჩანაწერი გვაქვს, რომ ბარიერი 5% იქნება და იქნება უბლოკო არჩევნები, ამიტომ საინტერესო მოვლენები ჩვენ ჯერ წინ გვაქვს, ოპოზიციის მდგომარეობა ბევრად უფრო დამძიმდება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

იმ კვლევებით, რომელიც IRI-იმგამოაქვეყნა 2 პარტია გადალახავს ამ ბარიერს.ამას გრძნობენ, მაგრამ არჩევნებში წარმატების მიღწევას გარდა იმისა რომ სჭირდება თავდადება, სჭირდება ფულიც, სახსარი, რომელიც ოპოზიციაში არ არის და ამ „სცენაზე“ გამოდის კეზერაშვილი, რომელიც თავის პირობებს კარნახობს“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კითხვაზე, ამ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 25 პროცენტი აცხადებს, რომ ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 12 პროცენტი კი მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერდა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner