logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი: ისე ვერ იქნება, რომ კეზერაშვილი გაატყავონ და პარტიული სია დაწეროს მელიამ, ამიტომ კეზერაშვილს სჭირდება აქ შავი ბუღალტერიის მაყურებელი, ოღონდ პასუხისმგებელი პირი პარტიაში
- +

11 ნოემბერი. 2022. 00:40

 

ისე ვერ იქნება, რომ კეზერაშვილი გაატყავონ და პარტიული სია დაწეროს მელიამ. ამიტომ კეზერაშვილს აქ სჭირდება შავი ბუღალტერიის მაყურებელი, ოღონდ პასუხისმგებელი პირი პარტიაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნები მოდის და პანიკური შიშია განსაკუთრებით ე.წ. წამყვან პოლიტიკურ ორგანიზაციაში, სახელწოდებით „ნაციონალური მოძრაობა“.

ვინც ფულს იხდის, ის უკვეთავს მუსიკას. ისე ვერ იქნება, რომ კეზერაშვილი გაატყავონ და პარტიული სია დაწეროს მელიამ. ამიტომ კეზერაშვილს აქ სჭირდება შავი ბუღალტერიის მაყურებელი, ოღონდ პასუხისმგებელი პირი პარტიაში. არა კულუარებიდან, არამედ ფორმალურად პასუხისმგებელი სიტუაციაზე. როგორც ჩანს, ისე თანხების გაღება არ იქნება. ამიტომაც ხდება ახლა მელიას ჩაჩოჩება და მოშორება. არავინ არ უნდა წარმოიდგინოს, რომ ბატონი მელია მამა აბრამის ბატკანია, მაგრამ სავარაუდოდ, ის პირობები, რაც მას წაუყენეს თანხების განკარგვასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, მისთვის მიუღებელი იყო და არ უნდა იმ ლიდერის როლის გაყოფა პარტიაში, რომელიც ახლა ხელთ აქვს“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner