logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი ელენე ხოშტარიაზე: იმდენად უტიფარია, რომ მარჯვენა ჯიბეში კრემლიდან გადმორიცხული მილიონობით რუბლი უდევს, ხოლო სხვას ამუნათებს „კორუფციისთვის“
- +

11 ნოემბერი. 2022. 11:20

 

 

იქამდე არ უნდა გავჩერდეთ, სანამ არ აღიარებს, რომ კრემლის ფულზე ზის და არ დატოვებს ქართულ პოლიტიკას!“ - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

 

მეგრელიშვილი ეხმიანება პარტია „დროას“ ლიდერს ელენე ხოშტარიას, რომელმაც მერიასთან კორუფციის გამოფენა მოაწყო.

 

მისი თქმით, ხოშტარიას დასამუნათებელი აქ არავინ არ არის.

 

„იქამდე, სანამ ეს 1%-იანი კრემლის აგენტი პოლიტიკაშია, იქამდე უნდა ვილაპარაკოთ მის რუსულ კავშირებზე. მიზეზი მარტივია - იმდენად უტიფარია, რომ მარჯვენა ჯიბეში კრემლიდან გადმორიცხული მილიონობით რუბლი უდევს და ქონებას აგროვებს, ხოლო ვითომდა აქ არაფერი, სხვას ამუნათებს „კორუფციისთვის“. იქამდე არ უნდა გავჩერდეთ, სანამ არ აღიარებს, რომ კრემლის ფულზე ზის და არ დატოვებს ქართულ პოლიტიკას! ხოშტარიას დასამუნათებელი აქ არავინ არ არის!!!“ - წერს მეგრელიშვილი ფეისბუკზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner