logo_geo
eng_logo
მთის კურორტების განვითარების კომპანიაში სახელმწიფო შპს შეიქმნება, რომელსაც სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს
- +

25 აგვისტო. 2016. 21:39



„გველოდება  ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციების პერიოდი, დარწმუნებული ვარ, კერძო სექტორი აიტაცებს სახელმწიფოს ინიციატივებს დაპარტნიორად მოგვევლინება ქვეყნის განვითარების პროცესში", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.



გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით,  მთავრობა მუშაობს კურორტ თეთნულდის განვითარების გეგმაზე, იგეგმება მთის კურორტების განვითარების კომპანიაში მენეჯმენტის გაძლიერება, რა მიზნითაც არჩევნების შემდეგ სახელმწიფო „შპს" დაფუძნდება და მას სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს.



განვიხილეთ მენეჯმენტის გაძლიერების საკითხი და ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ  მთის კურორტების განვითარების კომპანიაში დაფუძნდეს სახელმწიფოშპს" , რომელსაც არჩევნების ჩატარების შემდეგ სოსო ჯაჭვლიანი უხელმძღვანელებს. იგი არის ძალიან გამოცდილი სპორტსმენი ,კინორეჟისორი, აქვს ძალიან კარგი საერთაშორისო გამოცდილება და ვთვლით, რომ ძალიან კარგი იქნება მისი ჩართვა ამ მიმართულებით იმისთვის, რომ განსაკუთრებული ძალისხმევა გავწიოთ, რომ  მოკლე დროში შევქმნათ ის აუცილებელი ინფრასტრუქტურა, რაც კურორტის საერთაშორისო პრომოციას შეუწყობს ხელსბატონი სოსო, მოგეხსენებათ, არის ადგილობრივი, წარმოშობით სვანია და მისი ჩართვამნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ ჩვენ ეს კურორტი ისე განვავითაროთ, რომ მულახის თემის მაცხოვრებელთა ინტერესები იქნას მაქსიმალურად გათვალისწინებულისოსო ჯაჭვლიანი მიიღებს აქტიურ მონაწილებას ამ კომუნიკაციაშიც სახელმწიფოს მხრიდან,"-აღნიშნა პრემიერმა.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner