დაბა ყაზბეგიდან ჩამოსული აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ჯარისკაცის დედა მაყვალა ნარიმანიძე იამანიძის ქუჩაზე მდებარე ჰოსპიტალში მივიდა გულზე სამკურნალოდ.
როგორც ქალბატონმა განმარტა, ჰოსპიტალში ექიმებმა უთხრეს, რომ მკურნალობა საკუთარი ხარჯებით უნდა დაეფინანსებინა. მაყვალა ნარიმანიძე იძულებული გახდა, დასთანხმებოდა ექიმებს და მეორე დღეს წასვლა გადაწყვიტა ვ. სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალში დასაწოლად. გააჩერა ტაქსი, რომლის მძღოლიც შემთხვევით აღმოჩნდა ვეტერანი. მან უთხრა ქალბატონ მაყვალას, რომ ამიერიდან შეეძლო ყველა ვეტერანს ემკურნალა უფასოდ კლინიკა „ლანცეტში" ბევრად უფრო კომფორტულ გარემოში.
ტაქსის მძღოლმა თავად უზრუნველყო მისი გადაყვანა „ლანცეტში", შემდეგ შეატყობინა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს. აფხაზეთის ომში დაღუპული გმირის დედამ მკურნალობა დაიწყო. ის მიიჩნევს, რომ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური მას ძალიან დაეხმარა.