logo_geo
eng_logo
მიხეილ ჯანელიძემ რეზიდენციით თბილისში ავსტრიის რესპუბლიკის პირველი ელჩი მიიღო
- +

25 აგვისტო. 2016. 21:51



საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს რწმუნებათა სიგელის ასლი გადასცა ავსტრიის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა არად ბენკომ.


აღსანიშნავია, რომ რეზიდენციით თბილისში ავსტრიის რესპუბლიკის პირველი საელჩო გაიხსნება.


მინისტრმა ავსტრიის ელჩს მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატება უსურვა მას მომავალ საქმიანობაში. მიხეილ ჯანელიძემ იმედი გამოთქვა, რომ თბილისში ავსტრიის საელჩოს გახსნა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს არსებული ინტენსიური ორმხრივი ურთიერთობების, მათ შორის, ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.


მან ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩამოყალიბებულ მჭიდრო  პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ და ხალხთაშორის კავშირებს.  განსაკუთრებით აღნიშნა უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთ გაცვლა და საერთაშორისო ასპარეზზე ორი ქვეყნის პარტნიორული თანამშრომლობა.


თავის მხრივ, არად ბენკომ კიდევ ერთხელ, დაადასტურა ავსტრიის მხარდაჭერა საქართველოსადმი და გამოთქვა მზაობა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.


შეხვედრაზე, ასევე, განხილულ იქნა საქართველოში მიმდინარე პროცესები, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მნიშვნელობა, ამ მიმართულებით მიღწეული წარმატებები და სამომავლო პერსპექტივები.


მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის კუთხით, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა 2017 წლის ავსტრიის ეუთო-ს თავმჯდომარეობაზე და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებზე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner