logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: ყველა „ნაცების“ „დაშლა არ მოშლაზე“ საუბრობს, ამ დროს კი ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი მოვლენები უყურადღებოდ რჩება
- +

11 ნოემბერი. 2022. 16:30

 

 

„ორი დღის განმავლობაში ქვეყანაში ყველა „ნაცების“ „დაშლა არ მოშლაზე“ საუბრობს. ამ დროს კი ქვეყნის ეკონომიკისთვის და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი მოვლენები უყურადღებოდ რჩება“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

 

ჩიხელიძე იმ პროცესებსა და პროექტებზე საუბრობს, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარეობს. ის ყურადღებას ამახვილებს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტზე, რკინიგზის მოგებასა და მედიკამენტების რეფერენტული ფასების განსაზღვრაზე.

 

ჩიხელიძის თქმით, აღნიშნული პროექტები საქართველოში „ქართული ოცნების“ პირობებში დაინერგა.

 

„ყაზახეთმა 2023 წლიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით 1,5 მილიონი ტონა ნავთობის გადაზიდვაზე შეთანხმება გააფორმა, რაც, ასევე, 6-6,5 მილიონ ტონამდე გაზრდის პერსპექტივას ითვალისწინებს, აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ეკონომიკისთვის, ასევე, საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისთვის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოს რკინიგზის უპრეცედენტო მოგებაა, რომელმაც 278 მილიონი ლარი შეადგინა (რკინიგზა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული კომპანიაა). ყველაზე მნიშვნელოვანი ცალსახად მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების განსაზღვრაა, კონკრეტული მედიკამენტის ფასს და ზედა ზღვარს სახელმწიფო განსაზღვრავს და არა კონკრეტული კომპანია, რაც დადებითად აისახება ფარმაცევტული ბაზრის შემდგომ განვითარებაზე და მედიკამენტების ხელმისაწვდომობაზე დადებითად აისახება. „ქართული ოცნების“ პირობებში დაინერგა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, მოხდა მედიკამენტების ბაზრის გახსნა, ახლა კი სახელმწიფო მორგი ნაბიჯს დგამს. მედიკამენტებზე რეფერენტული ფასის დაწესება, მოსახლეობის კეთილდღეობას ემსახურება! აღნიშნული გზა ევროპის ლიდერმა ქვეყნებმა გაიარეს, რომელთა რიგს მალე საქართველო შეუერთდება“, - წერს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner