logo_geo
eng_logo
კრწანისის რაიონში, ნიკოლაძის ქუჩაზე არსებული კოლექტორი იწმინდება
- +

11 ნოემბერი. 2022. 16:27

 

 

შპს „თბილსერვის ჯგუფის“ სადრენაჟე და სანიაღვრე ექსპლუატაციის დეპარტამენტის თანამშრომლები დედაქალაქის მასშტაბით არსებული კოლექტორების გაწმენდის სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ.

 

ამჟამად, სამუშაოები კრწანისის რაიონში, ნიკოლაძის ქუჩაზე არსებულ კოლექტორში მიმდინარეობს, სადაც 400 მეტრი სიგრძის ნაგებობა სხვადასხვა ტიპის ნარჩენისგან გაიწმინდება.

 

სამუშაოებში ჩართულია დეპარტამენტის 25 თანამშრომელი და რამდენიმე ერთეული სპეციალური ტექნიკა.

 

პროცესს კომპანიის დირექტორი დავით ფაჩულია, კრწანისის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში ლევან ჯაფარიძე ადგილზე გაეცნენ.

 

სამუშაოები, დაახლოებით, ერთი კვირის განმავლობაში იწარმოებს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner