logo_geo
eng_logo
ნინო თანდილაშვილი მსოფლიო ბანკის ევროპისა და შუა აზიის რეგიონის მდგრადი განვითარების რეგიონულ დირექტორს შეხვდა
- +

11 ნოემბერი. 2022. 17:36

 

 

ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, ქ. შარმ-ელ-შეიხში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა რიგით 27-ე კონფერენცია (COP27) მიმდინარეობს.

 

კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი მსოფლიო ბანკის ევროპისა და შუა აზიის რეგიონის მდგრადი განვითარების რეგიონულ დირექტორს, სამეჰ ნაგიბ ვაბჰას შეხვდა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს. საუბარი შეეხო მელიორაციის, ჰიდრომეტეოროლოგიის, მწვანე ეკონომიკის სტრატეგიის განვითარების და კლიმატის ცვლილების შერბილება-ადაპტაციის საკითხებს.

 

გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა რიგით 27-ე კონფერენცია (COP27) შარმ-ელ-შეიხში მიმდინარე წლის 6 ნოემბრიდან 18 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner