დღეს ისტორიული დღეა, ჩვენ ხერსონს ვიბრუნებთ, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
„ამ დროისთვის ჩვენი დამცველები ქალაქის გარეუბანში არიან, სულ ცოტა და ქალაქში და შესვლას დავიწყებთ, თუმცა სპეცრაზმი უკვე ქალაქშია. ხერსონელები ელოდნენ ამას. არასდროს უთქვამთ უარი უკრაინაზე. უკრაინის იმედის ქონა ყოველთვის მართლდება და უკრაინა ყოველთვის იბრუნებს იმას, რაც მას ეკუთვნის“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მანამდე უკრაინის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ უკრაინელი სამხედროები ხერსონში შედიან.
„ხერსონი უკრაინის კონტროლის ქვეშ ბრუნდება, ქალაქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები შედიან. რუსი ოკუპანტების უკანდახევის გზები უკრაინის არმიის საცეცხლე კონტროლის ქვეშაა. უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან დაპირისპირების ნებისმიერი მცდელობა აღკვეთილი იქნება. ყველა რუსი ჯარისკაცი, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, განადგურდება“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.