logo_geo
eng_logo
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები დღეს სამოას ნაკრებს დაუპირისპირდება
- +

12 ნოემბერი. 2022. 11:10

 

 

დღეს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სამოას ნაკრებს დაუპირისპირდება. სამოასთან გასამართი მატჩის წინ, ბორჯღალოსნებმა ტრადიციული კაპიტნის ვარჯიში და პრესკონფერენცია გამართეს.

 

„სრულად გვაქვს გააზრებული, რომ მარტივი თამაში არ გველოდება. იტალიასთან დიდი სხვაობით მარცხის შემდეგ, ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ სამოა სუსტი გუნდია, თუმცა ეს ანგარიში მათ რეალურ ძალას არ ასახავს. გამარჯვების შემთხვევაში მსოფლიო რაგბის რეიტინგში სარეკორდო მე-11 ადგილზე გადასვლის შანსი გვაქვს. რეიტინგს განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ, თუმცა გარკვეულ მოტივაციას ესეც გვმატებს. ჩვენი უპირატესობა იქნება სისტემური თამაში. სამოა არეულ თამაშში თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში და მათ ამის საშუალება არ უნდა მივცეთ. მეტოქეს შემადგენლობაში არაერთი ვარსკვლავი ჰყავს და ვფიქრობ, გამარჯვების შანსები თანაბარია“, – განაცხადა ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა.

 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სამოასთან მატჩში ასეთი იქნება:

 

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 15 კეპი, 28 ქულა), 14. აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 22 კეპი, 90 ქულა), 13. დემე თაფლაძე (შავი ლომი, 19 კეპი, 5 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, 88 კეპი, 70 ქულა, კაპ.), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 101 კეპი, 75 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (მონტობანი, 36 კეპი, 293 ქულა), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 68 კეპი, 73 ქულა);

 

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 33 კეპი, 10 ქულა), 2. გიორგი ჭყოიძე (შავი ლომი, 24 კეპი, 20 ქულა), 3. გურამ პაპიძე (პო, 3 კეპი, 5 ქულა), 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 40 კეპი, 5 ქულა), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი, 75 კეპი, 10 ქულა), 6. ოთარ გიორგაძე (მონტობანი, 35 კეპი, 50 ქულა), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, 29 კეპი, 15 ქულა), 8. ბექა გორგაძე (პო, 37 კეპი, 55 ქულა);

 

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 91 კეპი, 55 ქულა), 17. ნიკა აბულაძე (შავი ლომი, 3 კეპი), 18. ალექსანდრე ქუნთელია (უკეპო); 19. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი, 3 კეპი), 20. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი, 16 კეპი, 20 ქულა); 21. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 1 კეპი), 22. ლაშა ლომიძე (შავი ლომი, 2 კეპი), 23. მირიან მოდებაძე (შავი ლომი, 19 ქულა, 45 ქულა).

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner