logo_geo
eng_logo
არჩილ გამზარდია: „ილიაუნი“ ვაკანსიას აცხადებს იმ საგნების ლექტორებზე, რომლებსაც 9 წლის განმავლობაში ვკითხულობდი...
- +

25 აგვისტო. 2016. 22:21



ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს:



„ილიაუნი ვაკანსიას აცხადებს იმ საგნების ლექტორებზე, რომლებსაც 9 წლის განმავლობაში ვკითხულობდი ილიაუნიში, მქონდა სტუდენტთა უმაღლესი შეფასებები, მაღალი სასწავლო შედეგები, თითქმის გაუცდენელი ლექცია-სემინარები და .. ეს საგნებია: მენეჯმენტის საფუძვლები, ორგანიზაციული ქცევა, PR. მათ შორის, საგანი "ორგანიზაციული ქცევა" ილიაუნიში პირველად მე წავიკითხე და მისი პროექტის იდეაც კი მე მეკუთვნის და ..

 

როდესაც რამდენიმე თვის წინ ილიაუნიში პოლიტიკურ დევნაზე ვსაუბრობდი, ილიაუნის ადმინისტრაციამ კატეგორიულად უარჰყო და საათების შემცირებას დაუკავშირა... თუმცა, ფაქტები ფაქტებად რჩება და მერამდენედ მტკიცდება რომ ილიაუნიში ლექტორების პოლიტიკური დევნა ხდება, ხოლო ლექტორების მოწვევა - პოლიტიკური კონიუნქტურით...

 

რა უნდა ვთქვა...

 

არც არაფერი...

 

.. ამ აყალმაყალში სხვა ლექტორებიც მოხვდნენ, ბიზნეს სკოლის დეკანის ახირებების მსხვერპლი სხვებიც აღმოჩნდნენ."- წერს გამზარდია. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner