logo_geo
eng_logo
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თბილისში მოქმედ ასფალტისა და წებოცემენტის დამამზადებელ საწარმოებს საქმიანობის უფლება შეუზღუდა
- +

12 ნოემბერი. 2022. 15:48

 

 

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრევენცია-შემცირების მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი საწარმოების მუდმივ ინსპექტირებას ახორციელებს. ინსპექტირების შედეგად, თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე განთავსებულ შპს ECOMIX-ისა და შპს „ამბრი პლუსის“ კუთვნილ საწარმოებში დარღვევები გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, შპს ECOMIX-ის კუთვნილი წებოცემენტის დამამზადებელი საწარმოს ინსპექტირებისას, ატმოსფერულ ჰაერში მტვრის ნაწილაკების კონცენტრაციის განსაზღვრის მიზნით ჩატარებული ექსპრეს გაზომვების შედეგად გამოვლინდა, რომ სათანადო აირმტვერდამჭერი მოწყობილობის არქონის გამო, ატმოსფერულ ჰაერში გაიფრქვეოდა დამაბინძურებელი ნივთიერებები და წარმოქმნილი მტვრის ნაწილაკების კონცენტრაცია აჭარბებდა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ნორმას. წებოცემენტის საწარმოს საქმიანობის განხორციელების უფლება შეეზღუდა.

 

რაც შეხება შპს „ამბრი პლუსის“ კუთვნილი ასფალტის დამამზადებელი საწარმოს ინსპექტირებას, დადგინდა, რომ საწარმო საქმიანობს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, „ამბრი პლუსს“ შეეზღუდა საქმიანობა კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების გავლამდე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner