logo_geo
eng_logo
რუსთავის მერმა 2022 წლის ანგარიში ახალგაზრდებს გააცნო
- +

12 ნოემბერი. 2022. 16:55

 

 

რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ 2022 წლის ანგარიში ახალგაზრდებს გააცნო. ახალგაზრდებთან შეხვედრაზე ნინო ლაცაბიძემ დეტალურად ისაუბრა განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე, ასევე იმ პროექტებზე და პროგრამებზე, რომელსაც მერია ახალგაზრდების განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს.

 

„2022 წლის ანგარიში გავაცანით სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფებს, რა თქმა უნდა ყველაზე საინტერესო, ჩემთვის ახალგაზრდებთან შეხვედრა იყო. მათ ძალიან ბევრი საინტერესო შენიშვნა და მოსაზრება ჰქონდათ. ვისაუბრეთ, როგორც 2022 წელის ანგარიშზე, ასევე 2023 წელს განსახორციელებელ პროექტებზე“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

 

მერის 2022 წლის ანგარიშის პრეზენტაციას სტუდენტები, საჯარო სკოლების უფროსკლასელები და ახალგაზრდა რუსთაველი მცირე მეწარმეები ესწრებოდნენ. შეხვედრა ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა, ნინო ლაცაბიძემ ახალგაზრდების მიერ დასმულ ყველა კითხვას უპასუხა.

 

განათლების, სპორტის, კულტურისა და ახალგაზრდული პროექტების ხელშეწყობა, ეს ის თემები იყო, რომელთა მიმართაც რუსთაველმა ახალგაზრდებმა განსაკუთრებული დაინტერესება გამოხატეს. ნინო ლაცაბიძემ დეტალურად ისაუბრა, იმაზე თუ რა გააკეთა რუსთავის მერიამ აღნიშნული სფეროების განვითარების ხელშეწყობისთვის და სამომავლოდ რას გეგმავს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner