logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: ვისაუბრებთ იმ რუსეთთან, რომელიც მზადაა აღიაროს, რომ ოკუპანტია
- +

12 ნოემბერი. 2022. 18:10

 

 

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყანა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის მზად არის, თუმცა მისი თქმით, ეს სხვა რუსეთთან არის შესაძლებელი.

 

„რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტისგან ულტიმატუმის გარდა, არაფერი მსმენია. მაგრამ მე არ დამიხურავს კარი, ვთქვი, რომ ჩვენ მზად ვიქნებით რუსეთთან სასაუბროდ - ოღონდ სხვა რუსეთთან.

 

იმასთან, რომელიც ნამდვილად მზად არის მშვიდობისთვის, რომელიც მზად არის აღიაროს, რომ ისინი ოკუპანტები არიან. მათ უნდა დააბრუნონ ყველაფერი - მიწა, უფლებები, თავისუფლება, ფული და რაც მთავარია, სამართლიანობა.

 

ჯერჯერობით არ მსმენია მსგავსი განცხადებები რუსეთის ფედერაციისგან, არც პუტინისგან და არც ვინმე სხვისგან“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner