logo_geo
eng_logo
DTEK: რუსეთმა მთლიანად გაანადგურა ელექტროენერგიის სისტემა ხერსონში
- +

12 ნოემბერი. 2022. 18:56

 

 

რუსეთმა გაანადგურა ხერსონის მთელი ენერგეტიკული სისტემა, მის აღდგენას დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ენერგოკომპანია DTEK ავრცელებს.

 

DTEK-ის აღმასრულებელი დირექტორის დმიტრი სახარუკის თქმით, ზოგიერთ დასახლებაში ელექტროენერგია საერთოდ არ არის.  ხერსონში დამპყრობლებმა გაანადგურეს მთელი ენერგოსისტემა.

 

მისივე თქმით, ისინი შეეცდებიან რაც შეიძლება მალე აღადგინონ ელექტროენერგია ხერსონის ოლქში.

 

„იქ მხოლოდ გეგმურად მიწოდება კი არ ხდება, ელექტროენერგია საერთოდ არაა. ჩვენ მზად ვართ გამოვყოთ ხალხი, აღჭურვილობა, მასალები, რათა დავეხმაროთ ხერსონში ენერგოინფრასტრუქტურის აღდგენაში ხერსონსა და ხერსონის რეგიონის გათავისუფლებულ ტერიტორიაზე რაც შეიძლება მალე“, - დასძინა სახარუკმა.

 

მისი თქმით, კიევის რეგიონის დეოკუპაციის შემდეგ მათ ენერგოსისტემის აღდგენა 30 დღეში შეძლეს. შესაბამისად,  ხერსონის რეგიონშიც იგივე დრო იქნება საჭირო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner