logo_geo
eng_logo
სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობა აირჩიეს
- +

13 ნოემბერი. 2022. 00:48

 

სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობა აირჩიეს. ყრილობა, რომელზეც სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელი ორგანოები აირჩიეს, სტუმრის რანგში ესწრებოდნენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბაღათურია და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის უფროსი ალექსანდრე მაისურაძე.

დელეგატებმა ფედერაციის პრეზიდენტად თემურ გიგნაძე, ვიცე-პრეზიდენტად ირაკლი ტყებუჩავა და გენერალურ მდივნად თამარ მელუა ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით აირჩიეს. გამგეობის წევრები არიან: მსოფლიოს ჩემპიონი გოგიტა არქანია, ზურაბ ლეჟავა, თემურ რამიშვილი, გოგიტა დარციმელია, გოჩა კეზევაძე და ოთარ გრძელიშვილი.

სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაცია 2022 წლის 27 სექტემბერს დაარსდა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner