logo_geo
eng_logo
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 27-ე შეხვედრის (COP27) ფარგლებში შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
- +

13 ნოემბერი. 2022. 11:03

 

 

გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 27-ე შეხვედრის (COP27) ფარგლებში, ნინო თანდილაშვილმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, კონვენციის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

შეხვედრა ჩატარდა პროგრამის -„საჭიროებაზე დაფუძნებული დაფინანსება” (Needs Based Finance) - ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის დახმარებით, რაც ეხმარება განვითარებად ქვეყნებს/რეგიონებს კლიმატის ცვლილების შერბილების და მასთან ადაპტაციისათვის დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობაში.

 

აღსანიშნავია, რომ საქართველო არის კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნების პროგრამის ნაწილი და წარმოადგენს ლიდერ ქვეყანას, რომელიც უძღვება რეგიონის ჩართულობას.

 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ პროგრამის მონაწილე რეგიონების ლიდერი ქვეყნების მინისტრები. შეხვედრაზე ნინო თანდილაშვილმა ხაზი გაუსვა კლიმატის დაფინანსებაზე წვდომის მნიშვნელობას, რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობასა და შესაძლებლობების გაზრდის საჭიროებას.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner