logo_geo
eng_logo
1012-მა აბიტურიენტმა 100-პროცენტიანი გრანტი მოიპოვა
- +

25 აგვისტო. 2016. 23:52


 

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 1012-მა აბიტურიენტმა 100 პროცენტიანი გრანტი მოიპოვა, - ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


მისი თქმით, 50 პროცენტიანი გრანტი 4000-ზე მეტმა აბიტურიენტმა მიიღო,  70 პროცენტიანი გრანტი -1400-ზე მეტმა აბიტურიენტმა. 


"არსებობს უფასო ფაკულტეტები, სადაც თუ აბიტურიენტები ჩაირიცხნენ, სახელმწიფოს დაფინანსებით ისწავლიან. აქედან გამომდინარე 5000-ზე მეტი აბიტურიენტი არის ის რაოდენობა, რომლებიც სახელმწიფოს ხარჯზე ისწავლიან, მათგან 1012-მა თავად მოიპოვა ეს გრანტი", - აღნიშნა მიმინოშვილმა.


მისივე თქმით, ეროვნულ გამოცდებზე წელს 41 ათასზე მეტი აბიტურიენტი იყო რეგისტრირებული, თუმცა გამოსაშვები გამოცხადების შემდეგ დაახლოებით 3 ათასამდე აბიტურიენტი კონკურსს გამოეთიშა.

 

„37 ათასზე მეტი აბიტურიენტი მონაწილეობდა და დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 27 ათასზე მეტი აბიტურიენტი ჩაირიცხა მათ მიერ მითითებულ უმაღლეს სასწავლებელში ბუნებრივია, რეიტინგისა და საკონკურსო ქულის მიხედვით. გარკვეული რაოდენობა არის აბიტურიენტებისა, რომლებმაც გადალახეს ზღვარი, თუმცა მათ მითითებულ უმაღლეს სასწავლებლებში ვერ ჩაირიცხნენ. მათი რაოდენობა დაახლოებით 500-ია და როგორც ჩვენი ბაზიდან ჩანს, ამ აბიტურიენტებს არ ჰქონდათ მითითებული საკმარისი რაოდენობა სასწავლებლებისა", - განაცხადა მიმინოშვილმა.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner