„13 ნოემბერს ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მოვლენას, რწმენისა და სამშობლოსათვის საოცარ თავდადებას აღვნიშნავთ - ამ დღეს, თითქმის 800 წლის წინ, ასი ათასი ქართველი სარწმუნოების დაცვას შეეწირა“, - ამის შესახებ ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.
„ჩვენი გმირი წინაპრების ხსოვნა საუკუნეთა განმავლობაში განსაზღვრავდა ჩვენი ხალხის სულიერ ღირებულებებს, განამტკიცებდა ჩვენს რწმენას, და ასე იქნება მუდამ. გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – ასი ათასი ქართველი მოწამის ხსენებას.
ღმერთი ფარავდეს საქართველოს“, - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.