logo_geo
eng_logo
პრემიერი: ამ დღეს, თითქმის 800 წლის წინ, ასი ათასი ქართველი სარწმუნოების დაცვას შეეწირა, გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს
- +

13 ნოემბერი. 2022. 14:04

 

 

 

13 ნოემბერს ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მოვლენას, რწმენისა და სამშობლოსათვის საოცარ თავდადებას აღვნიშნავთ - ამ დღეს, თითქმის 800 წლის წინ, ასი ათასი ქართველი სარწმუნოების დაცვას შეეწირა, - ამის შესახებ ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

 

„ჩვენი გმირი წინაპრების ხსოვნა საუკუნეთა განმავლობაში განსაზღვრავდა ჩვენი ხალხის სულიერ ღირებულებებს, განამტკიცებდა ჩვენს რწმენას, და ასე იქნება მუდამ. გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – ასი ათასი ქართველი მოწამის ხსენებას.

 

ღმერთი ფარავდეს საქართველოს“, - ნათქვამია პრემიერის განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner