თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში საქართველო-იაპონიის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილე აღინიშნა. საიუბილეო საღამოს კულტურის, მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ იაპონიის საგანგებო და სრულ უფლებიანი ელჩი საქართველოში, პარლამენტის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
ღონისძიების პირველი ნაწილი დაეთმო იაპონური ტრადიციული დასარტყამი ინსტრუმენტების ანსამბლს. მეორე ნაწილში, კი თეატრის საბალეტო დასმა წარმოადგინა ალექსეი რატმანსკის ერთმოქმედებიანი ბალეტი „სიზმრები იაპონიაზე“.