შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრაზე რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება. კამბოჯაში სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ასოციაციის სამიტი მიმდინარეობს, რომელსაც უკრაინიდან დმიტრო კულება ესწრება. აღინიშნა, რომ რუსეთი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ანადგურებს. ენტონი ბლინკენი უკრაინას, დაზიანებული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენაში დახმარებას ჰპირდება.
„ჩვენ ერთმანეთს ვხვდებით დღეს, როდესაც უკრაინამ გაათავისუფლა ქალაქი ხერსონი და რეგიონი. ეს წარმატება კიდევ ერთი დასტურია უკრაინის შეიარაღებული ძალების, უკრაინელი ხალხის წარმოუდგენელი სიმამაცისა და ძლიერი დახმარებისა, რომელიც უკრაინას მთელი მსოფლიოსგან აქვს“, - განაცხადა ბლინკენმა.