logo_geo
eng_logo
რუსმა ჯარისკაცებმა ლუგანსკის ოლქში 12 წლის გოგონა გააუპატიურეს - უკრაინის უშიშროების სამსახური
- +

13 ნოემბერი. 2022. 16:00

 

 

რუსმა სამხედროებმა ლუგანსკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე 12 წლის გოგონა გააუპატიურეს, - ამის შესახებ უკრაინის უშიშროების სამსახური მოპოვებულ ჩანაწერზე დაყრდნობით იუწყება, სადაც რუსები თავიანთ ჩადენილ დანაშაულებზე საუბრობენ.

 

„მაშინ, რომ ზოგიერთი დამპყრობელი ხერსონიდან გარბის, სხვა რუსები დროებით დატყვევებულ ლუგანსკის ოლქში ომის ახალი დანაშაულებით თავიანთ „გმირობას“ აჩვენებენ. ამჯერად, არაადამიანებმა 12 წლის გოგონა გააუპატიურეს.

 

როგორც ვხედავთ, რუსებს არ აინტერესებთ დაზარალებულების მდგომარეობა. უკრაინის შეიარაღებული ძალები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ეს მოძალადეები დაისაჯონ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner