„საქართველოს პარლამენტის სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრის, საქართველოს მესამე მოწვევის პარლამენტის წევრის, ენათმეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, ბატონ ნოდარ ნათაძის გარდაცვალების გამო.
ნოდარ ნათაძე 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხოლო 1992-1995 წლებში - საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი.
ის არის 1991 წლის 9 აპრილს მიღებული საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ერთ-ერთი ხელმომწერი.
ნოდარ ნათაძემ თავისი სამეცნიერო და პუბლიცისტური ნაშრომებით მნიშვნელოვნად გაამდიდრა საქართველოს აკადემიური საზოგადოება.
საქართველოს პარლამენტის სახელით ვუთანაგრძნობ ბატონ ნოდარ ნათაძის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს“.