logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი ნოდარ ნათაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
- +

13 ნოემბერი. 2022. 16:48

 

 

საქართველოს პარლამენტის სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრის, საქართველოს მესამე მოწვევის პარლამენტის წევრის, ენათმეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, ბატონ ნოდარ ნათაძის გარდაცვალების გამო.

 

ნოდარ ნათაძე 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, ხოლო 1992-1995 წლებში - საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი.

 

ის არის 1991 წლის 9 აპრილს მიღებული საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ერთ-ერთი ხელმომწერი.

 

ნოდარ ნათაძემ თავისი სამეცნიერო და პუბლიცისტური ნაშრომებით მნიშვნელოვნად გაამდიდრა საქართველოს აკადემიური საზოგადოება.

 

საქართველოს პარლამენტის სახელით ვუთანაგრძნობ ბატონ ნოდარ ნათაძის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner