ჩრდილოეთ კორეაში რუსეთის საელჩომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსი ჯარისკაცებისთვის ფორმები ფხენიანში მზადდება, უარყო.
„რუსეთი არ ყიდულობს და არც გეგმავს შეიძინოს საბრძოლო მასალა, ფორმა ან სხვა ნივთები ჩრდილოეთ კორეისგან“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ „რადიო თავისუფლებამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეაში რამდენიმე ქარხანა რუსი სამხედროებისთვის ზამთრის ფორმების დამზადებაში უკვე ჩაერთო.