თურქეთის დედაქალაქში აფეთქების შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა, 38 კი დაშავდა. ამის შესახებ BBC სტამბოლის გუბერნატორზე, ალი ერლიკაიაზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, ინფორმაცია აფეთქების მიზეზებზე ამ დრომდე არ ვრცელდება.
აფეთქება სტამბოლის ცენტრში ადგილობრივი დროით 16:20 საათზე მოხდა. ადგილზე სამაშველო სამსახურები და სამართალდამცველები მუშაობენ. სტამბოლში საქართველოს გენერალურ საკონსულოში აფეთქების შედეგად დაშავებული ან გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეების შესახებ ოფიციალური შეტყობინება არ შესულა.